სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებას აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
