შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი დააკავეს, რომელიც 2004 წელს, თბილისში, ორი ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალის" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სხვა გვარის გამოყენებით, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
