შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა უკრაინის მოქალაქემ, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე - ჯამში 30 900 ლარის ჩარიცხვა განახორციელა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
