შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით ცნობით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე - ჯამში 30 900 ლარის ჩარიცხვა განახორციელა.
