მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
დედაქალაქში ცენტრალურ გზაზე - მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პანდუსების საშუალებით ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. საყრდენი კედლების მშენებლობა უკვე დასრულებულია. ასევე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები. ახალი სატრანსპორტო კვანძი შუქნიშნებით დარეგულირდება. პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თბილისი მერმა მიაწოდა.
