ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ლიდერების გზავნილები არარსებულ საჭიროებებზეა აგებული - მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამომრჩეველი ოპოზიციას პოლიტიკურ ვერდიქტს აუცილებლად გამოუტანს
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ლიდერების გზავნილები არარსებულ საჭიროებებზეა აგებული. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამომრჩეველი ოპოზიციას პოლიტიკურ ვერდიქტს აუცილებლად გამოუტანს. გუშინდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დასახელდა ის მიზეზები და მიზნები, რისთვისაც ქართულ ოცნებას 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ითქვა, რომ ეს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის
