მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს - ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. სწორედ ამიტომ, პარტიის საპატიო თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება
