სიცილიაში იახტის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ხუთი ცხედარი იპოვეს
სიცილიაში იახტის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ხუთი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მათ შორისაა ბრიტანელი ბიზნესმაგნატის, მაიკ ლინჩის ცხედარი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ დაკარგულს. პალერმოსთან ახლოს ძვირადღირაბეული იახტა მოულოდნელი შტორმის შედეგად 19 აგვისტოს ჩაიძირა. ბორტზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი კატასტროფას ემსხვერპლა, 15-მა კი, გადარჩენა შეძლო.
