რუსთავის მერია ისტორიული შენობის, კულტურის სახლის სრულ რესტავრაციას გეგმავს
რუსთავის მერია, ისტორიული შენობის - გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის სრულ რესტავრაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად, ტენდერი მალე გამოცხადდება.
