“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გაძლიერებული უსაფრთხოების თემით სპეკულაციას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გაძლიერებული უსაფრთხოების თემით სპეკულაციას, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ლოგიკურია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება.
