“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო - პირველი შეხვედრა მცხეთაში გაიმართა
მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული შეხვედრა ამომრჩეველთან მცხეთიდან დაიწყო. “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!” - ეს "ქართული ოცნების" სლოგანია. სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის გარდა, სიტყვით პრემიერმა და პარტიის ლიდერებმაც მიმართეს.
