მშვიდობა, სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები - ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს, სწორედ ამიტომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება.
