საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს“ მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინის, ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა
საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს“ მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინის, ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა. ფესტივალი წელს უკვე მეთექვსმეტედ ტარდება და საქართველოს სამ ქალაქს – ბორჯომს, ბათუმს და თბილისს მოიცავს. „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა ბორჯომში , შემდეგ ბათუმში. ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც აერთიანებს დარგობრივ მასტერკლასებს, სემინარებსა და ღია ლექციებს. ასევე, ტრადიციულად, ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
