პოლიციამ შიდა ქართლში არასრულწლოვანი გოგო დააკავა
პოლიციამ შიდა ქართლში არასრულწლოვანი გოგო დააკავა, მას მკვლელობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 74 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
