ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმისთვის
ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომელიც თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთად საჰაერო ძალების ბაზაზე იმყოფებოდა. როგორც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მტრის სუსტი წერტილის მონახვა და მისი განადგურება შეუძლიათ და ამას კიდევ არაერთხელ დაადასტურებენ.
