უკრაინამ კურსკის ოლქში, ოპერაცია საიდუმლოდ მოამზადა - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა
უკრაინამ კურსკის ოლქში, ოპერაცია საიდუმლოდ მოამზადა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად, კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 6 აგვისტოს კურსკის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით, უკრაინას გერმანიასთან კონსულტაციები არ გაუვლია.
