ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მოქალაქეებს
საზოგადოებას, რომლისთვისაც ტრადიციული ფასეულობები ძვირფასია, ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოვიდეს. როგორც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის მიზეზები, თუ რატომ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ გუნდს.
