საქართველო VS ჩეხეთი
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრების ათასობით ქომაგს მონატრებული გუნდის თამაშის ნახვა პირველი რესპუბლიკის მოედანზეც შეეძლება. მათთვის, ვინც მიხეილ მესხის სტადიონზე დასწრებას ვერ შეძლებს, მერია ღია ჩვენებას უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ემოციების გასაზიარებლად ქომაგებს ყველა პირობა დახვდებათ. საქართველო-ჩეხეთის მატჩზე საუბრისას კახა კალაძე დინამოს არენის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინაიდან სტადიონის პირველი იარუსის გამოყენება მთლიანად აკრძალულია, თამაშის მესხის სტადიონზე გამართვა არა პოლიტიკური საკითხი, არამედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოცემულობაა. უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს