ბახმარომდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ბახმარომდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები - წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები. შემცირდა მგზავრობის დროც. სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა
