7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩთან დაკავშირებით კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა
7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩთან დაკავშირებით კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, მატჩის მიმართ ინტერესი დიდია. შესაბამისად, ბილეთები უმოკლეს დროში გაიყიდა. იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებმაც ბილეთის ყიდვა ვერ მოახერხეს, რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
