პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ნათია მეზვრიშვილის ბრალდებებზე პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო
პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ნათია მეზვრიშვილის ბრალდებებზე პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო. უწყების განმარტებით, განცხადების შინაარსი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში დაბარებულმა ნათია მეზვრიშვილმა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა, ის პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც, მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე ფიზიკური თავდასხმები მოჰყვა. ნათია მეზვრიშვილმა არ უპასუხა ქრონიკის შეკითხვას, შალვა პაპუაშვილის განცხადების რომელი ნაწილი იყო ძალადობისკენ მოწოდება. მან უპასუხოდ დატოვა კითხვაც, მიიჩნევს თუ არა ძალადობისკენ მოწოდებად გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პასუხს მოსთხოვენ
