„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ოპოზიცია აკრიტიკებს, მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელიც ქვეყანას მშვიდობის გარანტიას აძლევს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ოპოზიცია აკრიტიკებს, მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელიც ქვეყანას მშვიდობის გარანტიას აძლევს. განცხადებაში საუბარია კონკრეტულ მიზნებზე, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, საუბარია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე და ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ინიციირებული იქნება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება
