ირანში ავტობუსის ავარიის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა 15 კი დაშავდა
ირანში ავტობუსის ავარიის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა 15 კი დაშავდა. ავტობუსით პაკისტანელი მომლოცველები ქალაქ ქარბალასკენ მიემართებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ირანის ცენტრალურ ნაწილში, იეზდის პროვინციაში ღამის საათებში მოხდა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავტოავარიის მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გახდა. ავტობუსში სულ 53 ადამიანი იმყოფებოდა.
