შეერთებული შტატები კიევისგან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს
შეერთებული შტატები კიევისგან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს. ამერიკის თავდაცვის უწყების პრეს მდივნის თქმით, ვაშინგტონმა მიიღო ცნობა, რომ უკრაინას კურსკის ოლქში ბუფერული ზოლის შექმნა სურს. პეტ რაიდერის თქმით, პენტაგონი კვლავაც დაეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში, თუმცა შორი მოქმედების იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია არ შეცვლილა. კიევის თხოვნის მიუხედავად, ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დასავლური შეიარაღების გამოყენების უფლებას არ აძლევს.
