კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა შეტევები გააქტიურეს
კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა შეტევები გააქტიურეს. გამოცემა „ბილდის“ ცნობით, უკრაინის არმია ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს უტევს. „ფორბსი“ კი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე სუმთან რუსი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, ალყაში მოაქციეს. პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ოკუპანტის ეს-სამასი საზენიტო კომპლექსი გაანადგურეს.
