ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები - წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები. შემცირდა მგზავრობის დროც. სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
