როგორ აფასებენ პოლიტიკოსები “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას
უკვე მეორე დღეა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნება“, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აპირებს სამართლებრივი პროცესის ინიცირებას, რის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. განცხადების შინაარს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელიც ქვეყანას მშვიდობის გარანტიას აძლევს
