კამალა ჰარისი კანდიდატად დაასახელეს
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს. შეკრებას 4 ათასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლა დაუშვებელია.
