რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ეს მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, თუმცა ამ დროისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
