უკრაინის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარების შესახებ
უკრაინის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი”ავრცელებს. „გერმანიამ, შეერთებულმა შტატებმა და რუმინეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას „პეტრიოტის” სამ კომპლექსს გაუგზავნიდნენ. მეოთხე კომპლექსი რამდენიმე ქვეყნის მიერ გაგზავნილი ნაწილებისგან უნდა აეწყოთ. იტალია უკრაინა „სამპტის” სისტემას შეჰპირდა და სხვა მოკავშირეებმაც პირობა დადეს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს გაუგზავნიდნენ, თუმცა მაშინ, როდესაც რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე წინ მიიწევს, მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არათანაბარი რჩება,”-ნათქვამია სტატიაში.
