რატი იონათამიშვილი პარტია „ახლის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პარტია „ახლის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, გვარამიამ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ისინი „არცთუ ისე განვითარებული ინტელექტის გიჟები” არიან და ის გულისხმობს არა პოლიტიკურ, არამედ პირდაპირი გაგებით სიგიჟეს. იონათამიშვილის შეფასებით, გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს. შესაბამისად, მისივე შეფასებით, ფარსია ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ევროპასა და ადამიანის უფლებებზე ამბობს.
