ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს. მასშტაბურ წვრთნაში 19 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი გამანადგურებელი იქნება ჩართული. ვაშინგტონს სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების რაოდენობა არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში მოქმედ შტატების ბაზაზე 28 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს. ორი ქვეყნის მიერ ორგანიზებული 5-დღიანი სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ შტატებისა და სამხრეთ კორეის მზადყოფნის გაძლიერებაა.
