უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს
უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონპროექტს რადაში კენჭისყრისას 265-მა უკრაინელმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა, უკრაინელ სასულიერო პირებს კი მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირების გასაწყვეტად 9 თვის ვადა ექნებათ.
