უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ქალაქი პოკროვსკია
უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ქალაქი პოკროვსკია. ოკუპანტი რამდენიმე დღეა ქალაქს ინტენსიურად უტევს. რუსული არმიის წინსვლის გამო პოკროვსკის ადმინისტრაციამ ქალაქიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის პოკროვსკისა და ტროეცკის მიმართულებით ასზე მეტი შეტაკება მოხდა.
