თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ოთარ შამუგიამ შტაბის ხელმძღვანელთან ერთად საორგანიზაციო საკითხები განიხილა. დღესვე მინისტრი მევენახეებს და ღვინის მწარმოებლებს შეხვდება. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით წელს თეთრი ყურძნის სუბსიდირება ისევ დაგეგმილია. ერთი კილოგრამი არანაკლებ ერთი ლარი ეღირება. სუბსიდია კი 20 თეთრით განისაზღვრა. პროგრამით 20 ათასამდე მევენახე ისარგებლებს.
