ბათუმში დაკავებულ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ის არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა.
