საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა. იუბილე აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და აკადემიის რექტორმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში თავდაცვის აკადემიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დიპლომებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც. იუნკრებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში. ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებულ პერსონალს გადაეცა უწყებრივი მედლები.
