აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ეხმიანება
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ეხმიანება. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ბენ კარდინი წერს, რომ მსგავსი კანონის მიღება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას. ბენ კარდინის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის, „ქართულ ოცნებაში“ კი ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
