ფერისცვალება
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. ტაძრებში დილიდან წირვა აღევლინა. სამებაში ღვთისმსახურებას პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო უძღვებოდა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და ღვთაებრივი დიდებულებით წარდგა.
