ხანძრები ევროპის სამხრეთში
ევროპის სამხრეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე სტიქიის ზონიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთსა და საფრანგეთში მძვინვარე ხანძრებმა კი უკვე ასობით ჰექტარი ტყე გაანადგურა. სტიქიის ლოკალიზებას მაღალი ტემპერატურა, მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი უშლის ხელს.
