საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა. აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. აქედან გარკვეულ ნაწილს, კანონმდებლობასთან მიმართებით ხარვეზების გამო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
