ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა. დღეს ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ენტონი ბლინკენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ისრაელში ბლინკენის მეცხრე ვიზიტია.
