უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა უკრაინისთვის უკვე გამოყოფილი დახმარების მიწოდება დაჩქარდეს, რადგანაც ომს შვებულება არ აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ტორეცკში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები ქალაქს ინტენსიურად უტევენ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ პოზიციების შესანარჩუნებლად.
