კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი თავდასხმების შედეგებზე ავრცელებს ინფორმაციას
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი თავდასხმების შედეგებზე ავრცელებს ინფორმაციას. რუსლან კრავჩენკოს თქმით, 50-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. აქედან 2 მთლიანად არის განადგურებული. ასევე დაზიანებულია 5 ავტომობილი, სახელოსნო, ავტოფარეხი და ელექტროგადამცემი ხაზები. თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა.
