ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი იმართება
ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი იმართება. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. დოღის ტრადიცია ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის. მიზანი ბახმაროს პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა. ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. გამარჯვებულისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი. ბახმაროში სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებზე იწვევენ. დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა. იგეგმება კონცერტები, საღამოს კი ბახმაროში ფოიერვერკი და ელექტრონული მუსიკა დაასრულებს.