"ხალხის ძალის" განცხადება
„ხალხის ძალის“ განცხადებით, კრებსით „ნაცმოძრაობას“ არა აქვს არავითარი ლეგიტიმური უფლება, ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია ჰქონდეს. პოლიტიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს და დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს: რომ არჩევნების შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები აუცილებლად უნდა აღიძრას, რათა კრებსითმა „ნაცმოძრაობამ“ ყველა დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. განცხადებაში საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზე, ადამიანების წამებაზე, ბიზნესის რეკეტსა და ტელევიზიების მიტაცებაზე, სხვა სისტემურ დანაშაულებზე.
