საფრანგეთი ალენ დელონს ემშვიდობება
საფრანგეთი ლეგენდარულ მსახიობს ემშვიდობება. ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მისმა ოჯახმა გაავრცელა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. ის არაერთი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი და საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია. 2019 წელს მას კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს პალმის რტო“ გადასცეს.

სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები