ეროვნული გმირი
დღეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გიორგის 40 წელი შეუსრულდებოდა. ანწუხელიძე და მისი გმირობა მთელი საქართველოსთვის გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგის ოჯახის წევრები, მეგობრები, სამხედროები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.