NED-ის მხილება
ჩინეთის საგარეო უწყების წერილი ორი დღეა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. წერილში პირდაპირ წერია, რომ NED-ი მოქმედებს, როგორც ამერიკის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“. ირკვევა, ისიც, რომ ორგანიზაცია დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. სტატიაში წერია, რომ NED-მა საქართველოში დააფინანსა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოეწყოთ აქციები. ცნობისთვის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე ყალბ სტატიებს აქვეყნებენ, თითქოს ივანიშვილი ქონებას ფლობს რუსეთში.
