ისრაელში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება
ისრაელში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. თელ-ავივში შეკრებილმა დემონსტრანტებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, „ჰამასთან“ შეთანხმების ჩაშლამ შესაძლოა, რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს. ისინი ისრაელის ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებდნენ.
